ჩვილის მკლელობის ფაქტი

2018-03-19 22:00:24

სამართალდამცავები 35 წლის ქალის მიერ საკუთარი ჩვილის შესაძლო მკვლელობის საქმეს სწავლობენ. საუბარია საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც ქალმა ახალშობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. გარდაცვლილი ჩვილის დედა ახლა საგარეჯოს საავადმყოფოშია. ექიმები ამბობენ, რომ ქალი ძლიერი სისხლდენით მიიღეს და რამდენიმე დღეა ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მედიკოსები ადასტურებენ, რომ საქმე კრიმინალურ ისტორიას ეხება და ახალგაზრდა ქალი პოლიციამ უკვე დაკითხა.

35 წლის ქალის მეზობლები დეტალებზე ვერ საუბრობენ. ამბობენ, რომ რომ ამბავი მას შემდეგ გაიგეს რაც სოფელში პოლიცია მოვიდა და მათი თანასოფლელი ქალი დააკავა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ჩვილი ქალისთვის სავარაუდოდ მესამეა და მან პირველი ორი ბავშვი გაყიდა. საქმე საგარეჯოს რაიონულმა პოლიციამ სისიხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით აღძრა. რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი მოკლა თუ არა დედამ საკუთარი შვილი.

წყარო: რუსთავი2