აქცია რუსთავი 2-ის შენობასთან

2018-03-19 17:42:11

ხმაური "რუსთავი 2" -ის შენობასთან. "ქართული მარშის" წევრები ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას გუშინდელ ეთერში გასულ მონოლოგს აპროტესტებენ. ისინი ცდილობდნენ ჟურნალისტი არ შეეშვათ შენობის ეზოში და ავტომობილს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. სიტუაციის განმუხტვას შეეცადა საპატრულო პოლიცია, მათ "ნისანი"-ს მარკის ავტომობილს დერეფანი გაუკეთეს და შენობის ტერიტორიაზე ისე შეუშვეს. "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერის ლადო სადღობელაშვილის თქმით, გიორგი გაბუნიამ აქციის მონაწილეებს მანქანიდან შუა თითი უჩვენა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია, რაც შემდეგში აქციის მონაწილეებსა და ტელეკომპანიის თანამშრომლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რუსთავი 2-ის შენობასთან ამ წუთებშიც მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქციის მსველობისას დაკავებულია "ქართული მარშის" 6 წევრი. დაშავდა რუსთავი 2-ის ჟურნალისტი დავით ერაძე რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა პოსკრიპტუმის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ სიუჟეტის წარდგენისას განაცხადა: "მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე, მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად.“

ნიკა გვარამიამ განაცხადა რომ - "კომპანიის ეთიკის საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური რამე თუ მის მიერ გამოთქმული აზრი ლახავდა ქრისტიანების პირად გრძნობებს."