კაცმა შეცდომით მეზობლის სახლი გაარემონტა [PHOTO]

2018-03-19 15:42:39

მცხეთის მუნიციპალიტეტში კაცმა საკუთარი სახლის ნაცვლად, შეცდომით მეზობლის სახლი გაარემონტა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახლის მეპატრონის შვილი წერს.

"საოცარ ისტორიაში გავეხვიეთ მე და ჩემი და. ბურიანში გვაქვს მიწა, შავი კარკასით. მამაჩემი ჩავიდა გუშინწინ და დახვდა გაჩაღებული მშენებლობა. ღობე, კარფანჯარა, გადახურვა, მიწა მოსწორებული, კომუნიკაციები მიყვანილი. ეს ადგილი ახალი წესით უნდა გაგვეტარებინა რეესტრში, ამიტომ ცოტა შევშინდით.
საბოლოოდ, აღმოჩნდა რომ კაცმა იყიდა მიწა პარალელურ ქუჩაზე, შეეშალათ და ჩვენი აჩვენეს.
"

ისტორიამ სოციალურ ქსელში გამოხმაურება უკვე მოიპოვა.

ავტორი: ირმა კურტანიძე