2 გარდაცვლილი და 5 დაშავებული

2018-03-19 15:16:23

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ავარია ქალაქების ოპოჩ-ნოსა და კონს-კიეს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. შემთხვევისას დაშავდა კიდევ ხუთი საქართველოს მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით „ოპელის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც შვიდივე ქართველი იმყოფებოდა გზაზე მოცურდა და ავტობუსს დაეჯახა.
საქართველოს კონსულმა პოლონეთში- თეიმურაზ ფურცელაძემ დაშავებულები პირადად მოინახულა და განაცხადა, რომ დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არაინ გადაყვანილნი, რაც შეეხება გარდაცვლილებს მათი იდენტიფიცირება მოხდა. შესაბამისი ორგანოების მიერ გარკვეული პროცედურების ჩატარებს შემდგომ, მათ სამშობლოში გადმოასვენებენ.

ავტორი: ნინა პარუნაშვილი