"ინფო რუსთავი"-ს ექსპერიმენტი - რა ჯდება საახალწლო სუფრა?

2016-12-31 13:19:15

ახალი წლის შესახვედრად საქართველოში განსაკუთრებით ემზადებიან. მნიშვნელოვანი ადგილი კი სწორედ საახალწლო სუფრას უკავია.  „ინფო რუსთავი“ შეეცადა გაერკვია დაახლოებით რამდენი ლარია საჭირო ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრის გასაწყობად. გთავაზობთ პროდუქტების ნუსხას, რომელიც ქართული კერძების აუცილებელი კომპონენტებია:

 


* ინდაური - 80 ლარი (დაახლ. 5 კგ)

* გოჭი - 170 ლარი ( დაახლ. 14 კგ)

* ქათამი - 8 ლარი

* თევზი - 14 ლარი (1კგ. ლოქო)

* ღორის ხორცი - 12 ლარი (1კგ)

* სულგუნი - 15.60 ლარი

* კვერცხი - 4ლარი (10 ცალი)

* თაფლი - 13 ლარი (350 გრ)

* ნიგოზი - 30 ლარი (1კგ)

* ჩირი - 6.65 ლარი

* ჩურჩხელა - 2.50 ლარი (1ც) - რაოდენობა 4 ცალი

* კანფეტები - 3კგ. საშუალო ფასი 25 ლარი

* ტორტი - 20 ლარი

* შოთის პური - 0.60 ლარი (1ც) - რაოდენობა 10 ცალი

* მანდარინი - 0.90 ლარი (1კგ)

* ფორთოხალი - 2.30 ლარი (1კგ)

* ბანანი - 4.30 ლარი (1კგ)

* ანანასი - 7.60 ლარი (1კგ)

* შამპანური - 8 ლარი, რაოდენობა 2 ცალი

* „კოკა-კოლა“ – 2.65 ლარი, რაოდენობა 2 ცალი

* ბორჯომი - 0.95 ლარი, რაოდენობა 2 ცალი

ჯამური ფასი: 486.12 ლარი.