ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის" ჩემპიონია

2018-03-18 17:59:49

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში "რაგბი ევროპის" ჩემპიონია. "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 25:16 დაამარცხეს და "რაგბი ევროპის" ტიტულთან ერთად საქართველოსა და რუმინეთს შორის საზიარო ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასსაც დაეუფლნენ.

მატჩის პირველი ნახევარი დაძაბული სცენარით წარიმართა. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა ბორჯღალოსნებმა რუმინელები 10:6 დაამარცხეს. მეორე ნახევარი კი საინტერესო და დაძაბული მომენტებით წარიმართა, რაც ანგარიშზეც აისახა.

საბოლოოდ შეხვედრა 25:16 საქართველოს ეროვნული ნაკრების გამრჯვებით დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატში ხუთიდან ხუთივე შეხვედრა მოიგო. "ბორჯღალოსნები" ამის შემდეგ უკვე მაისში გასამართი მატჩისთვის მოემზადებიან.

"ინფო რუსთავი" ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ყველა გულშემატკივარს გამარჯვებას

 

სპორტული ჟურნალისტი ბაჩანა ოდიკაძე