ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

2018-03-18 14:17:18

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხლთან. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, შეჯახება მოახდინა და ცეცხლი წაეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჯები, თუმცა ავტომობილში მყოფების გადარჩენა ვერ მოხეხრდა. მძღოლი და ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალნენ.