როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი წინასაახალწლოდ.

2016-12-30 20:26:17

31 დეკემბერს თბილისი-რუსთავის მიკროავტობუსები ადრე დაამთავრებენ მუშაობას. როგროც „ინფო რუსთავს“ ინტერტრანსში განუცხადეს, ახალი წლის ღამეს თბილისი-რუსთავის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები ჩვეულ დროსთან შედარებით ადრე დაასრულებენ სამუშაო დღეს. კერძოდ რუსთავიდან დედაქალაქისკენ მიმავალი ბოლო მიკროავტობუსი 22:00 სთ-ზე გავა. თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მიმავალი ბოლო სატრანსპორტო საშუალება კი 23:00 სთ-ზე გავა. რაც შეეხება ქალაქის შიდა ტრანსპორტს, 31 დეკემბერს მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.