პრემიერა რუსთავის თეატრში [photo]

2018-03-17 19:55:29

გიგა ლორთქიფნიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა. სპეკტაკლი სახელწოდებით „ელისაბედ ელისაბედი“ თამაზ ჭილაძის პიესის მიხედვით რეჟისორმა გურამ ბრეგაძემ დადგა. მოქმედება საბჭოთა პერიოდის საქართველოში ვითარდება. პიესის მთავარი გმირი ელისაბედ ელისაბედია, რომელსაც სურს სამყარო მის გარშემო დაატრიალოს. ოჯახური კონფლიქტები, მის საფუძველზე დატოვებული ახალშობილი და ცოლთან შესარიგებლად მიცვალებულის ყვავილებით გაქცეული ქმარი და რა შუაშია აქ ელისაბედი? ეს ერთი შეხედვით აბსურდული კომედია, საინტერესო სიუჟეტითა და სხვადასხვა კატეგორიის პერსონაჟითაა სავსე. სპეკტაკლი ორ მოქმედებად არის დაყოფილი და 120 წუთი გრძელდება.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი: გურამ ბრეგაძე, მხატვარი: ლომგულ მურისიძე, ქორეოგრაფი:გიორგი მოსაშვილი, მუსიკალური გაფორმება - გიორგი სარჯველაძე, რეჟისორის თანაშემწე: ნაილი იაშაღაშვილი. მონაწილეობენ: მარიამ კვიტაიშვილი, ეკა ქვრივიშვილი,ვენერა მაჭარაშვილი, თეა შარვაშიძე,ლარისა ხაჭაპურიძე, გიორგი რევაზიშვილი,ზაზა თაგოშვილი, სოსო ელიზბარაშვილი, გიორგი ბუაძე, ზურა ფიროსმანაშვილი.

ავტორი: ნინა პარუნაშვილი