რუსთავში ინოვაციების ფესტივალი დაიწყო [PHOTO]

2018-03-17 16:41:37

რუსთავში ინოვაციების ფესტივალი დაიწყო. პროექტი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უნივერსიტეტში იმართება და მასში 60-მდე ახალგაზრდა, მათ შორის აშშ-ის საელჩოს პროექტების მონაწილეები ე.წ ალუმნებიც მონაწილეობენ.

რუსთავის ამერიკული კუთხის მიერ ორგანიზებულ პროექტში ჩართული ახალგაზრდები 4 თემატურ ჯგუფში (მეწარმეობა, ტურიზმი, ეკოლოგია, შშმ პირთა ხელშეწყობა) გადანაწილდნენ. ახალგაზრდები 2 დღის განმავლობაში თავიანთ იდეებზე იმუშავებენ და პროექტს დაწერენ. ფესტივალის ბოლოს შერჩეული პროექტები კი დაფინანსდება. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიქა" გამორჩეულ მონაწილეს ევროპაში მოკლევადიან არაფორმალურ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის შესაძებლობას მისცემს.

ინოვაციების ფესტივალი ამერიკული კუთხის, რუსთავის როტარი კლუბის, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის, რუსთავის მუნიციპალიტეტის, მერიის ინოვაციების ჰაბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანების თანაორგანიზებითა და მხარდაჭეროთ ხორციელდება.

ავტორი: ირმა კურტანიძე