ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე [video]

2018-03-17 11:28:31

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე. რუსთავის მონაკვეთზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. მათ შორის იყო ფორდის მარკის მიკროავტობუსი, ორი ნისანის და ერთი ჰონდას მარკის ავტომობილები.  შეჯახების დროს ყვითელი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსში 5 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო.