ინციდენტი მეგობრობის გამზირზე

2018-03-15 22:50:49

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით პოლიცია ინდოეთის მოქალაქემ, 25 წლის გოგონამ გამოიძახა. მან სამართალდამცავებს უამბო რომ მგზავრობდა "ოპელი"-ს მარკის ტაქსით რა დროსაც მძღოლი ხელით ფეხებზე შეეხო და მის მოფერებას შეეცადა. ტაქსის მძღოლმა, 60 წლამდე მამაკაცმა "ინფო რუსთავთან" განაცხადა რომ მგზავრი დანიშნულების ადგილზე მიიყვანა და ფულის გადახდა სთხოვა, თუმცა გოგონამ მოულოდნელად მისამართი შეცვალა და სხვა ადგილზე ისურვა გამგზავრება რასაც კამათი მოჰყვა. მგზავრი და მძღოლი გამოკითხვის მიზნით პოლიციაში გადაიყვანეს.