სასწრაფო და პატრული "მაკდონალსთან"

2018-03-16 22:14:14

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, "მაკდონალდსთან" სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით 16 წლის ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა, გონება დაკარგა და დაბლა დაეცა. ექიმებმა მოზარდს დახმარება ადგილზე გაუწიეს და მისი კლინიკაში გადაყვანა აუცილებელი არ გახდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდები იყვნენ შეკრებილები, მოზარდის ცუდად გახდომას უძღოდა თუ არა წინ კამათი ან შელაპარაკება უცნობია.