შეხვედრა რუსთავის მერიაში

2018-03-16 19:56:40

რუსთავის ინოვაციური სერვისების ჰაბის წარმომადგენლები მერიაში ახლაგზარდებს შეხვდენენ.  ორგანიზატორებმა აუდიტორიას ჰაბის მუშაობის პრინციპი და ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული საკუთარი სერვისები გააცნეს. ახალგაზრდების ასაკი 14-19 წლამდე კატეგორიით იყო განსაზღვრული.

ღონისძიების მიზანი იყო, იდენტიფიცირებულიყო თემები, რომელიც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. შეხვედრა მოსაზრებების ორმხრივი გაზიარების პრინციპით წარიმართა. 

ინოვაციური სერვისების ჰაბი რუსთავის მერიაში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა. აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადი ხასიათის არ არის და მსგავსი ღონისძიება სამომავლოდ კიდევ ჩატარდება.