10 დღის სტატისტიკა

2018-03-13 19:28:28

რუსთავში, 10 დღის განმავლობაში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკით 98-მა ადამიანმა ისარგებლა. როგორც ელექტრონული წიგნების სახლ საბაში განაცხადეს, საერთო ჯამში ჩამოტვირთულია 370 წიგნი. საბაში მომხმარებლთა რაოდენობის ზრდას უახლოეს პერიოდში ვარაუდობენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში ღია ბიბლიოთეკები სულ 44 ლოკაციაზე განთავდა მისი მონტაჟი კი 6 მარტს დასრულდა.


"ქალაქი-ბიბლიოთეკა" სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, ქალაქის სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს "საბას" ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა. სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა,მომხმარებელმა გადმოწეროს უფასო აპლიკაცია Saba Reader.