გუდაურში საბაგირო ავარიულად დაეშვა [video]

2018-03-16 14:20:39

გუდაურში საბაგიროს ავარიულად დაშვების გამო, 12 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულებს, პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწიათ, თუმცა 2 პაციენტის თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო, ისინი უკრაინის და შვედეთის მოქალაქეები არიან. შვედეთის მოქალაქე რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შედარებით მძიმეა ორსულია. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ნახეთ ვიდეო.