ღია პარლამენტის პრეზენტაცია

2018-03-16 13:47:18

რუსთავის სასტუმრო  "გრანდ ვეჯინში" პარლამენტის წევრი ირინა ფრუიძე  ღია პარლამენტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრისას პარლამენტარმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, 2017 წლის ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა განიხილა. პრეზენტაციის შემდეგ აუდიტორიამ ღია პარლამენტის განვითარებისა და გაუმჯობესების საკუთარი იდეები წარადგინა.
 
ღონისძიებას ესწრებოდა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, ასევე, საკრებულოს წევრები და სტუდენტები. ირინა ფრუიძის თქმით, მსგავსი ტიპის კამპანიები სხვა რეგიონებშიც გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პროექტი
პარლამენტის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით ხორციელდება.