ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

2018-03-16 13:29:15

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. სამივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვიაავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ავარიის შედეგად, ასევე, სხვადსხვა დაზიანება მიიღო სამმა პირმა, ისინი ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.