რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება

2018-03-15 21:28:31

კომპანია "რუსთავის წყალი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - "დღეს, საღამოს, ქალაქ რუსთავში, კომპანია რუსთავის წყალი, მეორე აწევის სატუმბო სადგურის მიმდებარედ, რუსთავის მკვებავ წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების წარმოებისთვის, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში განხორციელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 15 მარტს, ღამის 23:50 საათიდან, ხვალ, 16 მარტის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: რუთავის მარჯვენა სანაპიროს. ასევე, 15 მარტს, ღამის 23:50 საათიდან, ხვალ 16 მარტის ღამის 23:50 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: რუსთავის მარცხენა სანაპიროს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალები.

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის აბონენტებს და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს."