რამდენი ლარით დაჯარიმდნენ მოქალაქეები

2018-03-15 18:26:25

რუსთავში სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ განთავსების ფაქტები ფიქსირდება. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ განთავსების ფაქტზე, თვის განმავლობაში ათეულობით შემთხვევა ვლინდება. გეგმიური ინსპექტირებისას, სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქის სხვადასხვა მისამართზე რამდენიმე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით დააჯარიმა. ფიზიკური პირი დარღვევის შემთხვევაში 200 ლარით, იურიდიული კი 1 000 ლარით ჯარიმდება.

"რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახური ქალაქის მასშტაბით, განაგრძობს კონტროლს სამშენებლო, და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე. გვინდა გავაფრთხილოთ ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე უკნონოდ განათავსებს სამშენებლო, ან სხვა სახის ნარჩენებს ჩვენს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად იქნებიან დაჯარიმებულნი"-განაცხადეს ზედამხედველობის სამსახურში.