ირაკლი ტაბაღუა უხუცეს ქალბატონს ესტუმრა

2018-03-15 17:35:58

უხუცეს რუსთაველ ქალბატონს, ბაბილინა ნაჭყებიას დღეს 102 წელი შეუსრულდა. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ამირან ჯანჯღავასთან ერთად, ბაბილინა ნაჭყებიას სახლში ესტუმრა და დაბადების დღე პირადად მიულოცა. ბაბილინა ნაჭყებია წლების განმავლობაში, რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მედდად მუშაობდა. რუსთავში ას წელს გადაცილებული სამი უხუცესი ცხოვრობს. რუსთავის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ასი და ას წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ფინანსური დახმარების სახით, დაბადების დღეზე 300 ლარი ერიცხებათ.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს