ინოვაციების ფესტივალი რუსთავში

2018-03-15 16:47:50

პირველად რუსთავშიინოვაციების ფესტივალი ტარდება. ამერიკული კუთხის მიერ ორგანიზებული ფესტივალი 17 და 18 მარტს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლებელში გაიმართება. ორი დღე დატვირთული იქნება განსხვავებული ღონისძიებებით. ფესტივალზე მოხვედრა ადვილია თუ აკმაყოფილებთ შემდეგ კრიტერიუმებს: ხართ ინოვატორი, აქტიური ახალგაზრდა და გაქვთ იდეა, რომელიც გინდათ, რომ განხორციელდეს რუსთავში.

"ინოვაციების ფესტივალი, რომელიც ჩვენს ქალაქში 2 დღის მანძილზე ჩატარდება გამიზნულია ინოვატორი ახალგაზრდების აღმოჩენაზე, რომლებსაც გვინდა გავაცნოთ ის პრიორიტეტული მიმართულებები, რითიც შეიძლება განვითარდეს ჩვენი საზოგადოება და ქალაქი. ეს პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და ორგანიზატორია რუსთავის ამერიკული კუთხე , ასევე ჩვენი მხარდამჭერია ქალაქის მერია და ინოვაციების ჰაბი, რომელიც ახლახანს შეიქმნა და ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული. გვინდა ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს ვასწავლოთ თუ როგორ მოახდინონ იდეების გენერირება და რეალიზება. ამერიკის საელჩო წელიწადში რამდენჯერმე აძლევს საშუალებას ამერიკული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს ე.წ. ალუმნებს, რომ მიიღონ გრანტი, რომელსაც თავიანთი თემის განვითარებას მოახმარენ, გვინდა რომ რუსთაველი ალუმნები მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროგრამაში და თავიანთი შსაძლებლობები სწორად წარმართონ"- განაცხადა პროექტის ავტორმა.

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა 17 მარტამდე უნდა შეავსონ. https://goo.gl/7HVmeF

ფესტივალის მიზანია, ინოვატორების აღმოჩენა და 2 დღის განმავლობაში ინოვაციურ იდეებზე აქტიური მუშაობა.

შეგახსენებთ,რომ ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი ამერიკული კუთხეა. თანაორგანიზატორები კი როტარი კლუბი- რუსთავი საერთაშორისო, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი, მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანება, რუსთავის მუნიციპალიტეტი და მერიის ინოვაციების ჰაბი. მედია პარტნიორი "ინფო რუსთავი"