რიგი საპატრიარქოსთან

2018-03-15 16:27:18

53-ე საყოველთაო ნათლობისათვის რეგისტრაცია ხვალ სრულდება. ნათლობის მსურველთა განაცხადის მიღება საქართველოს საპატრიარქოში 16 მარტის  ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე იწარმოებს.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:


მშობლების პირადობის მოწმობების ასლები

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები

შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები

მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი და cd დისკით

ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი და cd დისკით

ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. აღნიშნულის მიზანი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილ ოჯახებში მესამე და მომდევნო შვილები არიან.