მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს

2018-03-15 14:17:45

ინფო რუსთავს, დონეცკელ მეტალურგთა ქუჩის მე-2 გასასვლელის #20, #20ა და #22 ა ბინის მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთოვეს. ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე წელია ისინი ეზოების  მოწესრიგებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე მათთან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებიც არ მისულან ,როგორც მოსახლეობა ინფო რუსთავს უყვება  პრობლემის შესახებ  ქალაქის თვითმმართველობას  2 წლის წინ, განცხადებით მიმართეს ,თუმცა პრობლემა ისევ მოუგვარებელია. ადგილობრივები სანიაღვრე სისტემის მოუწესრიგებლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას და პრობლემის დროულ გადაჭრას ითხოვენ.

"ინფო რუსთავი" მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს დაუკავშირდა სადაც განაცხადეს, რომ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ეზოების მოწყობის საპროექტო სამუშაოები უკვე  დასრულებულია და პროექტი  2019 წელს განხორციელდება.