ფოლადის სტადიონი რუსთავს გადაეცა

2018-03-15 13:14:15

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დღეს რუსთავში იმყოფებოდა.  მისი განცხადებით რუსთავის ,,ფოლადი"-ს სტადიონი მუნიციპალიტეტს გადაეცა და ამ სტადიონზე ინფრასტრუქტურული სამუშაობი დაწყება. უკვე ცნობილია, რომ მომავალი კვირიდან ფედერაციის ჯგუფი რუსთავში ჩამოვა და მოედანზე ბუნებრივი საფარის დაგების სამუშაოები დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგაც "რუსთავი" საკუთარ ქალაქში ითამაშებს. ასევე დაგეგმილია სტადიონის გარე პერიმეტრის მოწესრიგებაც.

"ამ ეტაპზე დასრულების სტადიაშია სტადიონის გადმოცემის საკითხი,იმიტომ რომ თუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არ იქნება თავისთავად ფედერაცია ვერ განახორციელებს იმ ინვესტიციებს, რაზეც არის საუბარი. მუშა რეჟიმია, საკითხი გადაწყდება და შემდეგ უკვე ფედერაცია მზად იქნება ის ვალდებულება შეასრულოს რაც გასცა დანაპირების სახით"-განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ