26 წლის გოგო დაიღუპა

2018-03-15 11:59:44

გლდანში, მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც 26 წლის გოგონა დაიღუპა. არსებული ინფომაციით, მოზარდი მამის კუთვნილ იარაღს ათამაშებდა და რა დროსაც შემთხვევით გაისროლა.
დაღუპული 26 წლის გოგონა, აღნიშნული ოჯახის მახლობლად ცხოვრობდა. გასროლის დროს ის მოზარდის სახლში სტუმრად იმყოფებოდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ავტორი: ნინა პარუნაშვილი