კომპანია "ენერგო პრო" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდება თოდრიას, ლესელიძის, მარჯანიშვილის, ქუჩიშვილის ქუჩებზე. ასევე 10:00-დან 10:30 საათამდე - მეგობრობის, მესხიშვილის, თოდრიას, კლდიაშვილის და ახალგაზრდული პარკის მიმდებარე ტერიტორიას. 12:05-დან 13:05 საათამდე - შარტავას, ტაშკენტის, ლეონიძის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე, მე-15, მე-7 ბ, მე-7ა, მე-7, მე-20 მიკრორაიონებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება."