მისასვლელი გზების რეაბილიტაცია დაიწყო [PHOTO]

2018-03-14 19:01:02

რუსთავში №32 საბავშვო ბაღისა და №15 საჯარო სკოლის მისასვლელი გზების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში 21-ე მ/რ-ში მდებარე №32 ბაგა-ბაღის ეზო კეთილმოეწყობა და შემოიღობება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 117 000 ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება მე-8 მიკრორაიონში მდებარე №15 სკოლას, მისასვლელი გზის გასაკეთებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 72 000 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე სარეაბილიტაცო სამუშაოებს დღეს ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, მოადგილესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ავტორი: ირმა კურტანიძე