რუსთაველი მძღოლები გაიფიცნენ

2018-03-14 17:29:20

რუსთავი- დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. საპროტესტო აქცია ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.

მძღოლები ინფორმაციით, თავდაპირველად კომპანია "ინტერტრანსს" ყოველდღიურად 78 ლარს უხდიდნენ, ზამთარში კომპანიამ ეს გადასახადი 10 ლარით შეამცირა, ხოლო უკვე 3 დღეა, რაც ყოველდღიური გადასახადი 68 ლარიდან ისევ 78 ლარამდე გაიზარდა.

რუსთავი-დიდუბის მიმართულებით მომუშავე მძღოლები "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებენ, რომ ისინი მუშაობას განაგრძობენ, თუმცა მომატებული თანხის გადახდას არ აპირებენ და კვლავ შემცირებული ტარიფის დაბრუნებას ითხოვენ.

კომპანია "ინტერტრანსში" საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე