მედიასთან ურთიერთობის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

2018-03-14 14:34:09

რუსთავის საკრებულოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილებას ახალი უფროსი ჰყავს. აღნიშნულ მიმართულებას ირინა სიუკაევი უხელმძღვანელებს. ირინამ 2012 წელს დაამთავრა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ასევე სხვადასხვა მედია საშუალებებში როგორც ჟურნალისტად ასევე საინფორმაციო გამშვების წამყვანად.