მომდევნო 5 დღის ამინდის პროგნოზი

2018-03-14 10:33:57

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება. 15 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 14 მარტს +10, +12, ხოლო 15 მარტს +13, +15 გრადუსია მოსალოდნელი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 15 მარტი +10°C, 16 მარტი +13°C, 17 მარტი +16°C, 18 მარტი +15°C, 19 მარტი +19°C.