ხანძარი XIX მიკრო-რაიონში [video]

2018-03-14 00:17:41

ხანძარი რუსთავში XIX მიკრო-რაიონში დაახლოებით 22:30 საათზე გაჩნდა. ცეცხლი ერთერთ ავტოფარეხში არსებულ ნივთებს წაეკიდა და მალევე აალდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით ცეცხლი ელექტრო სადენებიდან გაჩნდა, შემდეგ მეორად საბურავებზე გავრცელდა და სპირტიან სასმელზე გადავიდა. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. ნახეთ ვიდეო.