გაძვირდა თუ არა პროდუქტი წინასაახალწლოდ?

2016-12-29 18:26:48

წინასაახალწლოდ რუსთავის ბაზრობზე ხალხმრავლობა შეინიშნება. ლარის გაუფასურებასთან ერთად პროდეუქტების ფასებიც წინა თვესთან შედარებით მცირედით მომატებულია. ამ დროისთვის რუსთავის ე.წ „სტამბოლის ბაზარზე“ ფასები რამდენიმე დასახელების პროდუქტს მოემატა. ქარხნის ყველის ღირებულება 12 ლარია, იმერული ყველის შეძენა კი 7,50 ლარის ნაცვლად ახლა უკვე 8-დან 10 ლარამდეა შესაძლებელი. წინასაახალწლოდ გაძვირებულია ბოსტნეულიც, თუ კიტრი და პომიდორი წინა თვეში 3 ლარი ღირდა ახლა მისი ფასი 5-დან 6 ლარამდე მერყეობს. კომბოსტოსა და ხახვის ფასმა კი წინა თვესთან შედარებით 20 თეთრით დაიკლო, ახლა ხახვის შეძენა 80 თეთრად, კომბოსტოსი კი 50 თეთრადაა შესაძლებელი. იმპორტირებული ბულგარული წიწაკა კი 1 ლარით გაძვირდა და 6 ლარი ღირს . არ შეცვლილა 1კგ კარტოფილის ფასი, რომელიც 80 თეთრი ღირს. საქონლისა და ღორის ხორცის ღირებულება 10-12 ლარია, თევზეულის ფასი კი 5 ლარიდან იწყება და 20 ლარამდე მერეობს. რაც შეეხება ნიგოზს, როგორც მოვაჭრეები აცხადებენ დეფიციტშია და ამიტომ მისი ფასი 25-დან 30 ლარამდეა. საახალწლო სუფრისთვის ჩურჩხელის შეძენა კი მომხმარებელს 1 ლარიდან შეეძლება.