რუსთავს ახალი სპორტული დარბაზი ექნება

2018-03-13 15:51:10

რუსთავის 25-ე საჯარო სკოლას  თანამედროვე სტანდარტების,რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი ექნება. სპორტულ დარბაზში, საპირფარეშოები, გასახდელები , დამხმარე და საინვენტარო სათავსოები მოეწყობა. რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, სპორტული და მხატვრული ტანვარჯიშისთვის განკუთვნილი დარბაზი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება.

სარემონტო სამუშაოები სკოლაში 2 დღეში დაიწყება, განახლებული სპორტული დარბაზი კი ოფიციალურად ახალი სასწავლო წლიდან გაიხსნება. პროექტის ღირებულება 85 000 ლარია.