უძრავი ქონების ფასი გაიზარდა

2018-03-11 14:45:00

რუსთავში  წინა წელთან შედარებით, გაზრდილია უძრავი ქონების ფასი. თუ გასულ წელს ერთოთახიანი ბინის შეძენა 13 000 დოლარად შეიძლებოდა, წელს მის შესაძენად 16 000 -17 000 ათასი დოლარის გადახდა დაგჭირდებათ.

"ინფო რუსთავი" უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენლებს დაუკავშირდა.  როგორც  სააგენტოების თანამშრომლები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, ბინის ფასი განსხვავებულია სხვადსხვა უბანში. აღსანიშნავია,რომ მომხმარებელი ყველაზე ხშირად - კოსტავას, მეგობრობისა და შარტავას ქუჩებზე აკეთებს არჩევანს. შესაბამისად, ამ ქუჩებზე ბინის შეძენა უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

გაიგეთ როგორია ბინის ღირებულება ოთახის რაოდენობის მიხედვით, ფასი მოცემულია ბიჯით, ყველაზე იაფი - ძვირი.

ერთოთახიანი ბინა - 12000- 15 000 დოლარი ღირს. (შეიძლება ფასი გაიზარდოს 17000-მდე). ოროთახიანი ბინის შეძენა შეგიძლიათ - 17 000 - 23 000 დოლარად, რაც შეეხება სამოთახიან ბინას, მის შესაძენად 20 000 -30 000 დოლარის გახდაა საჭირო.  

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების სააგენტოებს რუსთავში მომხმარებელი ყველაზე ხშირად ერთოთახიანი ბინის შესაძენად მიმართავს.