CO-თი ინტოქსიკაცია რუსთავში 2 პირმა მიიღო, ერთ-ერთი არასრულწლოვანია. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შემთხვევა XII მიკრო-რაიონში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. პაციენტებს ადგილზე გაეწიათ პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა პრევენციის მიზნით ისინი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.