ხანძარი რუსთავში

2018-03-13 11:03:14

რუსთავში, დილის 9 საათზე სატვირთო სადგურში ხანძარი გაჩნდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ცეცხლი ელექტრო ძრავების სადგურში გაჩნდა,რომელიც აზოტის საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. ცნობილია,რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.