"ლენდოს" დაყაჩაღებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

2018-03-12 19:30:09

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს" დაყაჩაღებაში ბრალდებულს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 1991 წელს დაბადებული ზ.თ. გასული წლის 23 მაისს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სავარაუდოდ, სათამაშო იარაღით შეიჭრა და შენობაში მყოფ 2 პირს დაესხა თავს. ბრალდებულმა ორგანიზაციის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის მისთვის გადაცემა მოითხოვა. მამაკაცმა ადგილიდან 28 710 ლარი გაიტაცა.

თავდამსხმელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი ”გ” ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაშიც ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

 

"ინფო რუსთავმა" მომხდარის კადრები ექსკლუზიურად გაავრცელა.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე