რუსთავში ფილმ ''ომობანა"-ს იღებენ

2018-03-12 20:02:40

რუსთავი, როგორც კინოგადაღების მოედანი უფრო დატვირთული ხდება. ქალაქში კიდევ ერთი ფილმის სახელწოდებით "ომობანა"-ს გადაღებები მიმდინარეობს, რომელიც დღეს დაიწყო და რამდენიმე კვირა გაგრძელდება. გადაღებები ძველ რუსთავში, ბათუმის ქუჩის ერთ-ერთ სადარბაზოში მიმდინარეობს. ფილმს ქართველი რეჟისორი ირაკლი ჩხიკვაძე იღებს.

"ეს არის ქართველი დრამატურგის ბასა ჯანიკაშვილის რომანის ეკრანიზაცია,რომელსაც პროექტ ომობანას ფარგლებში ვიღებთ. გადაღებები რუსთავსა და სიონში გვაქ დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ფილმს ეროვნული კონოცენტრი აფინანსებს. პრემიერა ზაფხულში იგეგმება"-განაცხადა რეჟისორმა ირაკლი ჩხიკვაძემ.

რომანის "ომობანა"-ს სიუჟეტში ხშირად იშლება ზღვარი რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის. მკითხველი თავად ირჩევს, რომანის პერსონაჟები კონფლიქტის ნამდვილი მონაწილეები გახდებიან თუ კომპიუტერული თამაშის გმირები.