ოთარ ხმელიძის სახელობის ტურნირი დაიწყო

2018-03-12 18:18:27

კალათბურთში ოთარ ხმელიძის სახელობის მე-7 საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. ჩემპიონატი რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში გაიმართა.

შეჯიბრებაში 2006-2007 წლებში დაბადებული კალათბურთელები 8 გუნდად (რუსთავი 1, რუსთავი 2, ზაზა, აკადემია, თელავი, იბერი, ჰიუნდაი, სოხუმი) მონაწილეობენ.

ტურნირის გახსნას რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, დაესწრო. ჩემპიონატი 15 მარტს დასრულდება, გამარჯვებული გუნდები კი თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე