დაზიანებული ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2018-03-12 16:00:53

"ინფო რუსთავი"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, კომპანია რუსთავის წყალის მხრიდან რეაგირება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალსადენის ქსელის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ინფო რუსთავმა გაავრცელა, რასაც წყლის კომპანიის მხრიდან სწრაფი რეაგირება მოჰყვა. ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები დილიდან დაიწყო, რის გამოც დღეს, 10:40-დან 21:00-მდე წყლის მიწოდება შეუწყდა: მეოგობრობის გამზ. N 2-დან N 32-ის ჩათვლით, მეგობრობის გამზ. I,II გასასვლელებს, ახმეტელის, ფალიაშვილის, მაჩაბელის, მელიქიშვილის ქუჩებს და გასასვლელებს, ვაჟა-ფშაველას, თბილისის, ვახუშტის ქუჩებს, ყაზბეგის ქუჩას და გასასვლელებს, გორის, იაღლუჯის, ცურტაველის ქუჩებს, სპორტისა და მშენებელთა ქ. N 10. ნახეთ ვიდეო.