ახალი რეგულაციის 10 დღის შედეგი

2018-03-12 14:20:30

1-ელი მარტიდან დღემდე მიკროავტობუსის გაჩერების ახალი რეგულაციის დარღვევის 100-მდე შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში 100-ლარიანი საჯარიმო სანქცია არ გატარებულა. პირველ ჯერზე მხოლოდ 22 მძღოლი დაჯარიმდა, რომელსაც 2 დღით მუშაობის უფლება ჩამოერთვა.

"ინფო რუსთავი: დაინტერესდა იყვნენ თუ არა დაჯარიმებულ მძღოლებს შორის რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსისი მძღოლები. როგორც კომპანია "ინტერტრანსში" განაცხადეს, არცერთ მძღოლს არ დაურღვევია სანებართვო პირობები, და არც გაფრთხილება მიუღია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მძღოლები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები, იმის შესახებ, რომ 1 მარტიდან მხოლოდ 14 ქუჩაზე, მოსაცდელებზე  იყო ნებადართული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება. მძღოლებთან ერთად ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ჩვენ მგზავრებსაც მივაწოდეთ, რომლებიც ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ ''- განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ საპილოტე პროექტი თავდაპირველად შემდეგ ქუჩებზე ხორციელდება: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა, კახეთის გზატკეცილი.