ხმაური მარნეულის მერიაში
2018-03-12 14:20:48
სიაში

ხმაური მარნეულში. მოვაჭრეებსა და მერს შორის მოლაპარაკებები დაძაბულობის ფონზე გაიმართა. მოსახლეობა მერიასთან შეიკრიბა, ისინი  მარნეულის სადახლოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ვაჭრობის დაშვებას ითხოვენ.  ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას 1 თვის წინ ვაჭრობა აუკრძალა და მარტის ბოლომდე მისცა ვადა. მათი თქმით, ავტომაგისტრალზე დახლების არსებობა ავარიის საფრთხეს ქმნის და მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს. მოსახლეობა ითხოვდა 1 წლიანი ვადის მიცემას, რათა პროდუქტის რეალიზაცია მოეხერხებინათ და აღებული ვალები დაეფარათ. მოლაპარაკებები ქალაქის მერის კაბინეტში გაგრძელდა და აბაზოვმა მათ აპრილის ბოლომდე მისცა ვადა და დაპირდა, რომ შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ვაჭრობა უფრო უსაფრთხო იყოს. შემდეგ შეხვედრას მარნეულის მერი უკვე სოფელში მოსახლეობასთან გამართავს.

ავტორი: ნინა პარუნაშვილი