ოდიშარიას ქუჩაზე სამუშაოები დაიწყო

2018-03-12 14:08:31

რუსთავში ოდიშარიას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
კერძოდ, ფიროსმანის ქუჩიდან მშენებელთა ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები, ბორდიურები და გზის სავალი ნაწილი მოეწყობა.

სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 192,220 ლარი იყო გამოყოფილი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი ქუჩის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტს 157 775.09 ლარად შესთავაზა.

კომპანია "იბერმა" შესაბამისი სამუშაოები ოდიშარიას ქუჩაზე 160 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე