ბაღებში თავისუფალი დასწრების პერიოდი გახანგრძლივდა

2018-03-12 12:27:59

რუსთავის საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების პერიოდი გახანგრძლივდა.

რუსთავის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის ინფორმაციით, მშობლების თხოვნის საფუძველზე თავისუფალი დასწრება 12 მარტის ნაცვლად, 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

"მშობლებმა ძალიან გვთხოვეს, რომ სანამ სკოლაში არდადეგებია იქნებ შეგვიმსუბუქოთ რეჟიმიო და შვილები, რომლებიც ქალაქგარეთ ჰყვათ გაყვანილი იქ ჰყავდეთ ჯერჯერობით ბავშვები, ამიტომ (თავისუფალი დასწრება) გავაგრძელეთ ხუთი დღით" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ეკა ხუციშვილმა.

თავისუფალი დასწრება რუსთავის ბაღებში 26 თებერვალს სეზონური ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადდა.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე