რუსთაველი სპორტსმენის წარმატება

2018-03-12 12:11:45

რუსთაველი სპორტსმენი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. 18 წლის ბექა გურულმა თერჯოლაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველობაზე 77 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.

რუსთაველმა მოჭიდავემ 3 შეხვედრა გამართა და შედეგად საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ბექა გურული ჭაბუკებს შორის გამართული არაერთი შეჯიბრების გამარჯვებულია. არის მოსწავლეთა ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი და საერთაშორისო ტურნირების მონაწილე. ამჟამად ის მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის იწყებს.

ავტორი: ირმა კურტანიძე