რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

2018-03-12 10:44:59

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს - "12 მარტი - რუსთავი, ტყე-კულტურის პარკის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 12/03-ის 10:40-დან 21:00-მდე წყლის მიწოდება შეუწყდება: მეოგობრობის გამზ. N 2-დან N 32-ის ჩათვლით, მეგობრობის გამზ. I,II გასასვლელებს, ახმეტელის, ფალიაშვილის, მაჩაბელის, მელიქიშვილის ქუჩებს და გასასვლელებს, ვაჟა-ფშაველას, თბილისის, ვახუშტის ქუჩებს, ყაზბეგის ქუჩას და გასასვლელებს, გორის, იაღლუჯის, ცურტაველის ქუჩებს, სპორტისა და მშენებელთა ქ. N 10".