მომდევნო 5 დღის ამინდის პროგნოზი

2018-03-12 10:25:18

12 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება. 13 მარტს დასავლეთ საქართველოს რეგიონებზე შავი ზღვის სამხერეთ - დასავლეთიდან მოსალოდნელია თბილი ჰაერის მასების გავრცელება. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოზე გავლენას მოახდენს კასპიის ზღვის ჩრდილო - აღმოსავლეთიდან გავრცელებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 12 მარტი +12°C, 13 მარტი +8°C, 14 მარტი +11°C, 15 მარტი +13°C, 16 მარტი +16°C.