"უმისამართო კვერცხი" [photo]

2018-03-11 23:02:02

რკინის კვერცი რომელიც რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გაკეთდა უკვე 9 თვეა უმისამართოდ დაგორავს. ის მოცულობით ესკიზთან შედარებით საკმაოდ დიდია. იმ ადგილზე სადაც რკინის კვერცხი დაამზადეს კიდევ 10 სკულპტურა დამზადდა, მათ გარკვეული პერიოდის შემდეგ ბინა ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე დაიდეს. მიუხედავად იმისა რომ კვერცხმა თავის დროზე მერიის შესაბამისი სამსახურის და ასევე ჟიურის წევრების დიდი მოწონება დაიმსახურა (რადგან სკულპტურების შერჩევა კონკურსის წესით მოხდა), ის მაინც უპატრონოდ დაგორავს და შესაძლოა ძლიერი ქარის შემთხვევაში წყლის არხშიც ჩავარდეს.

თანხა კი რომელიც შესაძლოა წყალს გაჰყვეს საკმაოდ სოლიდურია, სიმპოზიუმის გამართვა ქალაქის ბიუჯეტს 177 000 ლარი დაუჯდა. ასევე უცნობია სად განათავსეს კიდევ ერთი ქანდაკება რომელიც სიმპოზიუმის ფარგლებში უნდა შექმნილიყო, მის ადგილმდებარეობას "ინფო რუსთავმა" ვერსად მიაკვლია.

გიორგი ჩომახაშვილის ბლოგი