ავარია მეგობრობის გამზირზე [video]

2018-03-11 22:30:43

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით "ნისანი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის დამცავ ჯებირს შეეჯახა, ინერციით წასული ავტომობილი კი ბეტონის ჯებირმა შეაჩერა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო.